1. დისტრიბუციის პოკეტის აპლიკაციის გადმოსაწერად ვაკოპირებთ ბმულს Fina.ge/downloads/fina.apk და ვიწერთ რომელიმე ინტერნეტ ბრაუზერიდან
  2. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ვხსნით და ვიწყებთ პროგრამის ინსტალაციას
  3. შესაძლებელია სმარტფონმა მოითხოვოს თანხმობა პროგრამის გაშვების თაობაზე, ამისთვის ვხსნით მოცემული შეტყობინების პარამეტრებს და ვნიშნავთ ველს „უცნობი წყარო“ (uknown source)
  4. ვეთანხმებით და ვაგრძელებთ ინსტალაციას
  5. ინსტალაციის დასრულების შემდეგ ვხსნით აპლიკაციას და შევდივართ პარამეტრებში
  6. ვირჩევთ სერვერის მისამართი და ვავსებთ ველს IP მისამართით და პორტით. მაგ: 12.34.567.78:8080 და ვაჭერთ ღილაკს შენახვა 

შენიშვნა: პორტის გახსნა ხდება მომხმარებლის მხრიდან 8080 - 8085

  1. ვაჭერთ ღილაკს დისტრიბუტორი და ვირჩევთ შესაბამის დისტრიბუტორს
  2. პრივილეგიების გასაწერად ვაჭერთ ღილაკს პრივილეგიები (პაროლის გასაგებად დარეკეთ FINA- ს ოფისში)
  3. აუცილებელია შემდეგი მონაცემების შევსება: ბორტი, მთავარი საწყობი, დაბრუნების საწყობი და სალარო; სხვა პრივილეგიების ჩართვა ნებაყოფლობითია და ევალება ბუღალტერს ან სხვა კომპეტენტურ პირს
  4. კავშირის გადასამოწმებლად მთავარ გვერდზე ვირჩევთ სინქრონიზაცია
  5. და ვასრულებთ ფასის ტიპების სინქრონიზაციას
  6. სინქრონიზაციის წარმატებით შესრულების შემდეგ ვნიშნავთ და ვასინქრონებთ ყველა მონაცემს სათითაოდ